ათენში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ტერორისტ დიმიტრის კუფოდინას მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც ციხეში შიმშილობდა. დემონსტრანტები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვეს პატიმრის გადაყვანა იმ ციხეში, სადაც მან თავდაპირველად მოიხადა სასჯელი. კუფოდინასის ადვოკატების თქმით, გასულ წელს მისი გადაყვანა ათენის მკაცრი რეჟიმის  ციხიდან ცენტრალური საბერძნეთის მკაცრი რჟიმის  დაწესებულებაში იყო პატიმრობის წესების დარღვევა. კუფოდინასი იყო 17 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული ორგანიზაციის “17 ნოემბრის” წევრი იგი იხდის  11 სამუდამო პატიმრობას 13 ბერძენი ბიზნესმენის, დიპლომატისა და სამხედროების მკვლელობისთვის. 8 იანვარს მან შიმშილობა დაიწყო და ამ დროისთვის ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  მძიმეა და ის შეიძლება გარდაიცვალოს. 

 

 

 

 

თამო თავხელიძე