აჭარაში კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა 46 პირს ჩაუტარდა, მათგან ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, კვლევა “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ პაციენტებს ჩაუტარდათ.

ცნობისთვის, აჭარაში კლინიკა “მედალფაში” ​კორონავირუსით ინფიცირებული 37 პირი მკურნალობს. ორი პაციენტი კლინიკაში დღეს შეიყვანეს.