ბელორუსიის მხრიდან პოლონეთის მიმართულებით ხალხის უდიდესი რაოდენობა მიედინება, როგორც რადიო თავისუფლება განმარტავს ეს ადამიანები ლტოლვილები უნდა იყვნენ ბელორუსიიდან.

 

ინტერნეტში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ხალხის კოლონა მოძრაობს გზატკეცილზე, რომელიც სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. ისინი აჩვენებენ 200-მდე ადამიანს ნივთებით, მათ შორის ქალებს და ბავშვებს. მათ თან ახლავან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები.

 

ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მიგრანტების კოლონა პოლონეთ-ბელორუსიის საზღვრისკენ მიემართება. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს არის „სასოწარკვეთილების ნაბიჯები“, რომლისკენაც ლტოლვილები „პოლონეთის ხელისუფლების გულგრილობამ და არაადამიანურმა დამოკიდებულებამ“ აიძულა. ბელორუსმა მესაზღვრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ უბიძგებს ათასობით მიგრანტს ბელორუსის საზღვართან. ამასთან დაკავშირებით ბელორუსული მხარე ლტოლვილთა უსაფრთხოებისთვის ზომებს იღებს. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიოტრ ვავჟიკმა გამოთქვა რწმენა, რომ ბელორუსის ხელისუფლება ცდილობს ესკალაციას, რაც გამოიწვევს “ორივე მხრიდან ფატალურ მსხვერპლს”. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრის სპიკერმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ პოლონეთში არალეგალურად შესვლის ყველაზე დიდი მცდელობა საზღვარზე დაიწყო. მისი თქმით, ადამიანების კოლონა ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგება.  პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვარზე არალეგალური მიგრანტების შემოდინების გამო ტერიტორიული თავდაცვის ძალები მზადყოფნაში გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლანკამ განაცხადა. მისი თქმით, კუზნიცას რაიონში ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე დაახლოებით 12 ათასი სამხედრო იქნა მობილიზებული. ბლანკამ ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი დაიცავს თავის საზღვარს.

 

 

 

თამო თავხელიძე