აშშ-ში, ტეხასის შტატში, სამი ბავშვი ერთი წლის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ცხრა წლის ძმის ნეშტთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ Fox News იტყობინება.

 

24 ოქტომბერს ჰარისის პოლიციამ მიიღო ზარი 15 წლის მოზარდისგან, რომელმაც თქვა, რომ მისი ცხრა წლის ძმის ცხედარი მის ბინაში იყო.

 

პოლიცია რომ მივიდა, გაირკვა, რომ ბიჭი გასულ წელს გარდაიცვალა. გარდა მოზარდისა, რომელმაც დარეკა, ბინაში მისი , შვიდი და 10 წლის ორი ძმა ცხოვრობდა.

 

ბიჭის გარდაცვალების მიზეზები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბავშვების დედას, იგი და მისი მეგობარი ბიჭი სხვა სახლში ცხოვრობდნენ.  პოლიციაში ისინი დაკითხეს, თუმცა ბრალი არ წაუყენებიათ.

 

ექიმებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს ბიჭები, დაასკვნეს, რომ ისინი ცუდად იკვებებოდნენ. გარდა ამისა, ყველაზე პატარა ბავშვს სახის ძვლების მოტეხილობა დაუდგინდა. ამასთან დაკავშირებით, ტეხასის საოჯახო საქმეთა დეპარტამენტმა ძმების სასწრაფო მეურვეობა მოითხოვა. ქვეყნის შერიფმა ედ გონსალესმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს თავის ხანგრძლივ კარიერაში. მან მომხდარი შემზარავად და ტრაგიკულად შეაფასა.

 

მეზობელი მამაკაცის თქმით, ადგილობრივები ეხმარებოდნენ ბიჭს საკვებით, მაგრამ როგორც ირკვევა მას  არასოდეს უჭამია სახლში დამზადებული, ” როდესაც საკვები მივაწოდე, მან მხოლოდ  ხილი და პიცა აიღო აიღო. მე ვკითხე: „მოგეწონა პიცა?“ და მან მიპასუხა: „პირველი პიცა, რომელიც ვჭამეთ?“, იმ ფაქტმა, რომ მოზარდმა მრავლობით რიცხვში უპასუხა, მეზობელს უბიძგა ეფიქრა, რომ ის მარტო არ ცხოვრობდა.

მეორე მეზობელმა თქვა, რომ ბავშვების დედა რამდენჯერმე ნახა. მან სახლში რამდენჯერმე სურსათი მოიტანა რომელიც მისმა უფროსმა შვილმა ქუჩაში გამოართვა, შემდეგ კი სახლში გაიქცა.

 

 

თამო თავხელიძე