აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას. კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 11. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

***

 

 

ბრიტანეთი უკრაინას შორი მოქმედების არტილერიას, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და დრონებს მიაწვდის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. აღნიშნულია, რომ ეს იარაღი გამოიყოფა  1,3 მილიარდი ფუნტის ოდენობით დამატებითი დახმარებიდან, რაც ადრე გახდა ცნობილი.

 

 

***

 

 

იტალიის მთავრობამ მოამზადა და გაეროს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების ეტაპობრივი გეგმა. La Repubblica-ს ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანას გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ამას უნდა მოჰყვეს უკრაინის ევროკავშირში უმოკლეს დროში გაწევრიანება ნატოსთან შეუერთების გარანტიით. მესამე ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის ყირიმსა და დონბასზე ორმხრივი შეთანხმების გაფორმება იგეგმება. ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ „სადავო ტერიტორიები“, როგორც მათ იტალიურ გეგმაში უწოდებენ, მიიღებენ სრულ ავტონომიას, მაგრამ უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებით. ბოლო ეტაპზე მომზადდება ახალი მრავალმხრივი ხელშეკრულება ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღების კონტროლი და კონფლიქტების პრევენცია.

 

 

თამო თავხელიძე