აშშ-ს შტატის ნიუ ჰემფშირის პოლიციამ მომღერალ მერლინ მენსონზე დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, იუწყება რია ნოვოსტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსს ბრალი ედება საშუალო სიმძიმის დანაშაულის ორ პუნქტში. უფრო ზუსტად კი,  ნიუ ჰემფშირის საკონცერტო დარბაზ  ” Bank of New Hampshire Pavilion”-ში, 2019 წელს განხორციელებულ გამანადგურებელ შეურაცხყოფაში.

პოლიციამ განმარტა, რომ ბრალდებები ეხებოდა იმ შემთხვევას, როდესაც მენსონმა ნიუ ჰემფშირში კონცერტის დროს ვიდეოკამერას შეაფურთხა.  მენსონს, მის აგენტს და ადვოკატს, სამართალდამცავებმა ადრევე გაუგზავნეს შეტყობინება ორდერის გაცემის შესახებ, მაგრამ ისინი ნიუ ჰემფშირში ბრალდების პასუხის გასაცემად არ გამგზავრებულან.

შტატების კანონის თანახმად, მენსონს ჯარიმა ემუქრება.

 

 

 

 

თამო თავხელიძე