74 წლის ამერიკელმა ბოდიბილდერმა, მსახიობმა და პოლიტიკოსმა არნოლდ შვარცენეგერმა,  ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ნავთობის ყიდვის გამო გააკრიტიკა.

 

„ჩვენ ყველა გვაშინებს იმ სურათებით, რომლებსაც ყოველ საღამოს სიახლეებში ვხედავთ. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან.

 

1300 რაკეტა, რომელიც რუსეთმა უკრაინის ქალაქებში გაუშვა ომის პირველ ორ თვეში, 7,7 მილიარდი ევრო დაჯდა.  ეს საკმაოდ ბევრია,  მაგრამ ამავე დროს ევროპამ რუსეთს საწვავში 44 მილიარდი ევრო გადაუხადა.

 

რა თქმა უნდა, რუსებს აწუხებთ, რომ კარგავენ ჯარისკაცებს და ამდენ ტექნიკას, ტანკებს, თვითმფრინავებს და ამ ყველაფერს. მაგრამ ისინი ამბობენ: „ევროპელები ფულს გვიგზავნიან. ისინი გვიხდიან ომის საფასურს“. როგორც არ უნდა შეხედო, ჩვენ ხელები სისხლით გვაქვს დასვრილი , რადგან  ამ ომს ვაფინანსებთ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება. ახლა ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ტექნოლოგია იმისთვის, რომ წიაღისეული საწვავი წარსულის საგანი გახდეს“, – თქვა შვარცენეგერმა.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე