აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, – ინფორმაციას სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

უწყების ცნობით, მათ შორისაა 8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დამათი ოჯახებისთვის გადაცემის, პანაშვიდებისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 14-15 აგვისტოს გაიმართება.

„სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 14 აგვისტოს, 19:00 საათიდან, 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება. პანაშვიდებსა და დაკრძალვას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.