ამერიკის შეერთებული შტატებში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ნაადრევი ბავშვი დაიბადა!

 

ის ფაქტი, რომ ბიჭმა გადარჩენა მოახერხა, ექიმები სასწაულს უწოდებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

კერტის მინსკი ალაბამას შტატში, ვადაზე ადრე დაიბადა. ახლა ბიჭი უკვე ერთი წლის და ოთხი თვისაა, მაგრამ ჩანაწერი მის შესახებ გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ ახლა გამოჩნდა.

 

კერტისი და მისი და კასია დაიბადნენ, როდესაც მათი დედა 21 კვირისა და 1 დღის ორსული იყო. ბიჭის წონა მხოლოდ 420 გრამი იყო. ბავშვები რეანიმაციაში სპეციალური აღჭურვილობის ქვეშ მოათავსეს, თუმცა გოგონა დაბადებიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმები მის ძმას გადარჩენის 1%-ზე ნაკლებ შანსს აძლევდნენ. თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ისინი სასწაულს უწოდებენ.

 

ბიჭის ჯანმრთელობა ახლა ნორმალურია, თუმცა მას ჯერ კიდევ სჭირდება ჟანგბადით მხარდაჭერა და საკვების მიმწოდებელი მილი.

 

 

მანამდე რიჩარდ ჰატჩინსონი ყველაზე ნაადრევად დაბადებულ ბავშვად ითვლებოდა. ის დაიბადა 21 კვირა და 2 დღის პერიოდში, ანუ კერტისმა მას მხოლოდ ერთი დღით გაუსწრო.

 

 

 

 

თამო თავხელიძე