საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს ძალიან,ძალიან საშიშად იყენებს რეჟიმი.

კრიმინალური პოლიციით სავსე მანქანები (ხშირად მანქანაში 3-4 ადამიანი), შემოსავლების სამსახურის უეცარი შევარდნა მარკეტებში და შენიშვნის შემდეგ მათი ღრიალი : “ჩვენზე არ ვრცელდება დაიკო” ..;

პოლიციელების გვერდით მქროლავი ჯიპებიანი მღვდლები, ვისთვისაც კანონი არ ვრცელდება;

სუს-ის ჩვეული აგენტურის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და საჯარო ტერორისტული აქტის გამოცხადებული ქრონიკა;

ოცნების ახლობლებზე გაცემული საშვები და პოლიციელების ღრეობა, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანი;

ამ რეჟიმის პირობებში სამართლდამცველების უმართავი ძალაუფლება ძალიან მძიმეთ შეიძლება დამთავრდეს. არ დაგვავიწყდეს, ვის ხელშია სახელმწიფო ინსტიტუტები..

წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.