ბელორუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა 20 000 სამხედრო მოსამსახურისთვის ჟეტონების შესაძენად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. დოკუმენტების მიხედვით, ჟეტონი დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან მართკუთხა ფირფიტის სახით მომრგვალებული კუთხეებით, წარწერით „ბელორუსის შეიარაღებული ძალები“, ასევე სისხლის ჯგუფების სერია, რაოდენობა და ცხრილი და რეზუს ფაქტორები.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ჟეტონები გაიცემა მხოლოდ მათზე, ვინც კონტრაქტით მსახურობს და რეზერვის ოფიცრებს. სამომავლოდ მათი გამოყენება შესაძლებელია გარდაცვლილი ჯარისკაცების იდენტიფიცირებისთვის. ამასთან, ტენდერში ჟეტონების ჯამური რაოდენობა სამჯერ აღემატება შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას. არ არის გამორიცხული, რომ შესყიდვა მოხდეს ძველი ჯიტონების გამოცვლის მიზნით. ასევე ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსში ნაწილობრივ მობილიზაციას ამზადებს,

 

 

თამო თავხელიძე