„ ახლა ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს რომ დაჩიპოს და სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მაშინ ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა და მის ხარისხზე სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, კვლევის შდეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო, რა შედეგები იყო, სამწუხაროდ, მე მეტს ვერაფერს გეტყვით,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.