4 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია COVID 19-ის 97 შემთხვევა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მისი ინფიცირება ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 6 შემთხვევა ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტებია. ეზუგბაიას ინფორმაციით, მათგან 4 მოთავსებულია გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ხოლო თუ სტაბილურობა დღესაც იქნება შენარჩუნებული, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისივე ინფორმაციით, COVID 19-ით ინფიცირებული ორი ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ინფექციურში აგრძელებენ მკურნალობას.

2020-03-30T18:44:16+04:00მარტი 30th, 2020|