article

საქართველოს პასპორტი 15,133 დოლარად – მეგობარმა ქვეყნებმა, საერთაშორისო დანაშაულის ფაქტზე, შესაძლოა, გამოძიება დაიწყონ

პრესა.ჯიმ, საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით, სკანდალური ფოტო-მტკიცებულება მოიპოვა. ეს არის ფოტო-ილუსტრაცია იმის შესახებ თუ როგორ იყიდება საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი შავ ბაზარზე – 15,133 დოლარად. “იმპერიის ბაზარი” – ასე ეწოდება იმ ადგილს, სადაც როგორც ჩანს, მაგალითად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატისა თუ ტერორისტული დაჯგუფების წევრს, შეუძლია 15,133 დოლარად საქართველოს მოქალაქის ავთენტური და ბიომეტრიული პასპორტი შეიძინოს პერსონალური მონაცემებით, რომელიც დამატებული იქნება ბაზაში და რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერ აეროპორტში გადაადგილება.

ფოტოზე კარგად ჩანს რომ საქართველოს მოქალაქის ერთი ასეთი ავთენტური პასპორტი 15,133 დოლარი ჯდება, რომლის ყიდვა და გამოყენება, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა რომ არა საერთაშორისო კრიმინალთა კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან.

კერძოდ: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება, “ჩიპიანი” – ბიომეტრიული ხასიათისაა.

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი პირი კი, გამარტივებული პროცედურული უპირატესობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას.

ბიომეტრული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც არსებითად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.

Advertisement

ბიომეტრული პასპორტის არსებობა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული, ავთენტური ბასპორტი შავ ბაზარზე იყიდება, ის შესაძლოა, ხელმისაწვდომი იყოს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატისა და მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის, რაც პირდაპირ აჩენს საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს. 

ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირშიც.

ის ასევე რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის შესაძლებლობას.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ერთხელ უკვე დაადანაშაულეს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაში.

მეტიც: პრესა.ჯის, ინფორმაცია, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ ევროპულმა წყარომ მიაწოდა.

ევროპული წყარო გვიყვება რომ საქართველოს მოქალაქის ავთენტური პასპორტის შავ ბაზარზე გაყიდვისა და მასთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო კავშირის თაობაზე, საქმის კურსშია ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცველი უწყებებიც.

წყარო: