“24 საათის განმავლობაში არის 29 შემთხვევა. ეს არის ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი და მისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებული იყო. თბილისში დაემატა კიდევ 4 ახალი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რომელიც გაკეთდა ამ 24 საათის განმავლობაში – 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 ახალი შემთხვევა. გუშინ გაკეთდა 919 ტესტი და იქიდან იყო 25. სულ ჩატარებულია 12,000-ზე მეტი ტესტი. 5,000-ზე მეტია სწრაფი ტესტები გაკეთებული. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, ზვავისებური. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ეს შევძელით,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.