„ მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილი სივრცე იყო და ორი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. იგეგმება პირველი გამშვები პუნქტის მოხსნა. საკარანტინო 12- დღიანი ვადა გადის 21 აგვისტოს. მუნიციპალიტეტის ქვედა ზონაში ტესტირების პასუხები უარყოფითია და კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, იხსნება ქვედა ზონა. რაც შეეხება ზედა ზონას, ახლა იქნება შესაძლებლობა, რომ მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნას. ლენჯერი და მესტია ერთი ჩაკეტილი სივრცე იქნება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისივე თქმით, PCR კვლევა ჩაუტარდება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

„დღეს მუნიციპალიტეტში მასიური თერმოსკრინინგი დაიწყო და სრულად მოიცავს მუნიციპალიტეტს. თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტში 2-3 დღის განმავლობაში სრულად იქნება ჩატარებული. რაც შეეხება PCR კვლევებს, ეს კვლევა ჩატარდება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებსაც COVID-ის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.