აფროამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. კინგი ცნობილია, როგორც სამოქალაქო უფლებების დამცველი არაძალისმიერი ხერხებით, რომლებიც შთაგონებული იყო ქრისტიანული რწმენითა და მაჰათმა განდის არაძალადობრივი აქტივიზმით. საერთოდ, რწმენასა და რელიგიას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. გარდა ამისა, კინგის მამაც და ბაბუაც (დედის მხრიდან)  სასულიერო პირები იყვნენ:

კინგი ამბობდა: “რა თქმა უნდა, მე რელიგიური ვიყავი. მამაჩემი მღვდელი იყო, ბაბუაჩემი მღვდელი იყო, ჩემი დიდი ბაბუაც მღვდელი იყო, ჩემი ერთადერთი ძმა მღვდელია, მამაჩემის ძმა მღვდელია. შესაბამისად, მე დიდი არჩევანი არ მქონია.“

კინგი უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული კონფერენციის (SCLC) პირველი პრეზიდენტი . SCLC-ის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ორგანიზებას უწევდა რამდენიმე არაძალადობრივ პროტესტს (მაგ. 1963 წელს პროტესტები ბირმინგემში). კაცობრიობას არ დაავიწყდება 1963 წლის მარტში ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის მიერ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული სიტყვა: „მე მაქვს ოცნება“ ( I have dream ). 1964 წლის 14 ოქტომბერს, რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი ბრძოლისთვის მარტინ ლუთერმა კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. სიცოცხლის უკანსკნელ წლებში იგი უფრო მეტად ამახვილებდა ყურადღებას სიღარიბეზე, კაპიტალიზმსა და ვიეტნამის ომის საკითხებზე. 

მისმა აქტივიზმმა და შთამაგონებელმა გამოსვლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის მოქალაქე აფროამერიკელების  მიმართ სეგრეგაციის დასრულებაში. მას აგრეთვე წვლილი მიუძღვის 1964 წლის სამოქალაქო უფლებების კოდექსისა და 1965 წლის ხმის მიცემის კოდექსის შექმნაში.

1968 წელს,მემფისში, მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. მკვლელობისთვის გასამართლებულ იქნა სეგრეგატისტი და ზოგიერთი ცნობით კუკლუს კლანელი ჯეიმს ერლ რეი.

კინგის ერთ-ერთი  ინტევიუდან აღსანიშნავია მისი სიტყვები: “თუ კაცს არ მიუგნია ისეთი რამისთვის, რისი გულისთვისაც შეუძლია მოკვდეს, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს”.