15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის

15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის. ინფორმაციას BBC საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან საბერძნეთში ჩასვლა ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობიდან, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან და ფინეთიდან, შეეძლებათ. თუმცა, ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, სიაში ნახსენები არაა.

აღსანიშნავია, რომ სიაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და ლიბანი მოხვდნენ. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, 1-ელი ივლისიდან ამ სიას კიდევ არაერთი ქვეყანა დაემატება, რაც მომდევნო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ათენისა და სალონიკის აეროპორტები იმუშავებენ.

2020-05-30T11:31:36+04:00მაისი 30th, 2020|