ზურა ჯაფარიძის  აზრით, ხელისუფლებას “გაუტკბა ძალაუფლებით თამაში”:

“და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა”, – წერს ჯაფარიძე და მოითხოვს:

  1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმებას;
  2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას;
  3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნას;
  4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნას;
  5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნას;
  6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის, აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნას;
  7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნას;
  8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნას;
  9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნას;
  10. ყველა ბლოკ-პოსტის აღებას და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
  11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

ჯაფარიძე აქციას იპოდრომის ტერიტორიაზე, 23 აპრილს, 14 საათზე აანონსებს და დასძენს, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად დისტანციას დაიცავს, ხოლო თუ პოლიციელები დაინტერესდებიან და კითხვებს დასვამენ, აქციის მონაწილეებმა უნდა თქვან, რომ ისინი იპოდრომზე უბრალოდ სეირნობენ. შესაბამისად ისინი ვერ გააჯარიმებენ საგანგებო წესების დარღვევის გამო.