ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი ცოლიც.

შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტმა 2017 წელს დაამტკიცა.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევიც.

ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერის, აიდოს უკიბაის ინფორმაციით, ნაზარბაევი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

 

წყარო