ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებიდან ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკის პრესსამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაია განმარტავს, 86 პირიდან დღეს 45 ადამიანს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა, მათგან 4 და 7 წლის ბავშვებს ვირუსი დაუდასტურდათ.

დაინფიცირებული მცირეწლოვნები ე.წ თეთრიყწაროს კლასტერს უკავშირდებიან და ისინი საკარანტინე ზონაში, დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული ბავშვების დედას კორონავირუსი არ დაუდგინდა