ჟურნალისტი გოდერძი შარაშია მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კორონა ვირუსი არის ჩვეულებრივი ვირუსი და არ წარმოადგენს საშიშროებას, ვირუსით იღუპებიან მოხუცები რომლებც ქვეყნიდან მაინც უნდა გავიდნენ.ა:

„ერთი გაზულუქებული სასულიერო პირის პასუხად. ძვირფასო სასულიერო პირო, დედაჩემი 71 წლისაა და არ მინდა არსად წავიდეს, მეტიც მინდა დიდი ხანი მყავდეს ჯანმრთელად და ამიტომ ზის სახლში და არ ვნახულობ. დისტანციურად ვართ.

აი შენ ხომ ამბობ ვირუსი საშიში არ არის და მოხუცები ისედაც უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდანო? ჰოდა შენები გაუშვი იმ ქვეყნად.

არ შეჭამე ტვინი? გეგონება სულ შენი გადარჩენილი ვარ აქამდე. ვააახ. ხო კიდევ, ხატთმებრძოლები ნუ შემომიცვივდებით“.