თუ საქართველოში მკვლელობის შეთქმულება დადასტურდა, აშშ სანქციებს გაატარებს რამზან კადიროვის წინააღმდეგ.
იმ შემთხვევაში,თუ დადასტურდა,რომ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შეუკვეთა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა, შეერთებულმა შტატებმა უნდა დააწესოს მეორადი სანქციები იმ პირებზე, რომლებიც კადიროვთან არიან დაკავშირებულნი.
პირველ რიგში, აშშ-ს მთავრობა უნდა დაუკავშირდეს უკრაინის SBU სადაზვერვო სამსახურს.
შეგახსენებთ,რომ პარასკევს საქართველოში მოხდა რუსეთის მოქალაქის დაკავება,რასაც საფუძვლად ედო ეჭვი, რომ ის აპირებდა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ინიციალებით “ვ.ბ.”, დააკავეს “ხელშეკრულებით მკვლელობის მომზადებისთვის”. გავრცელებულია ინფორმაცია , რომ ეჭვმიტანილის სრული სახელია ვასამბეგ ბოკოვი და სწორედ უკრაინის SBU უსაფრთხოების სამსახურმა თავისი ქართველი კოლეგები გააფრთხილა, რომ კადიროვმა ბოკოვს უბრძანა გაბუნიას მკვლელობა.
ბრალდება შესაძლებელია ჩაითვალოს სარწმუნოდ ორი მიზეზის გამო:
პირველი, რადგან კადიროვი ადრეც დაემუქრა გაბუნიას. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისის სატელევიზიო ეთერის შემდეგ, როდესაც გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და მის დედას, კადიროვმა Telegram- ში განაცხადა: ”საქართველოს მხრიდან ეს შემთხვევა უნდა იქნას განხილული, როგორც განზრახ დაგეგმილი საძაგელი ქმედება,რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. გაბუნიას ურჩევნია,ფრთხილად იყოს,რადგან შეიძლება ის მიიღოს, რასაც იმსახურებს. ”
ეს განცხადება შესაძლოა,ჩაითვალოს კადიროვის სტანდარტულ სიტყვებად, ვინაიდან მას სჩვევია მსგავსი საუბარი, თუმცა არის ერთი გარემოება-წინასწარი ჩანაწერი. კადიროვი არის მოხერხებული მკვლელი, რომელიც ჩეჩნური კულტურის, პოლიტიკური გავლენისა და პიროვნული შეხედულებებიდან გამომდინარე საფრთხის შემცველია. მისი წამებისა და მკვლელობისაკენ მიდრეკილება საკმაოდ ცნობილია, ისევე როგორც მისი ზიზღი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მას აკრიტიკებენ. ის სრულიად იზიარებს პუტინის დამოკიდებულებას მედიასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იზიარებს პუტინის პოლიტიკას.
კადიროვი არის “პუტინის ბიჭი” ჩეჩნეთში, რომელიც პასუხისმგებელია კრემლის საბოლოო უფლებამოსილების შენარჩუნებაზე ფართო გავლენის სანაცვლოდ. მან იცის, რომ მნიშვნელოვანია უფროსისადმი პატივისცემა, ასე რომ როდესაც პუტინს შეურაცხყოფენ, მას ყოველთვის სურს, რომ პუტინის ერთგული მცველი იყოს. კადიროვი ასევე ბედნიერია, როდესაც მოქმედებს, როგორც შემსრულებელი ან შუამავალი პუტინის ისეთი ბრძანებებისა, როგორიცაა 2015 წელს მოსკოვში აქტივისტ ბორის ნემცოვის გარდაცვალების შემთხვევა და შესაძლოა ასევე 2019 წელს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა.
სწორედ აღნიშნული ფაქტები გვაბრუნებს გაბუნიასა და კადიროვის შემთხვევასთან.
საქართველო რთული მომენტის წინაშე დგას. გამომდინარე პუტინის ინტერესებიდან, რომელსაც ძალაუფლების მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია, იბადება კითხვა, დარჩება თუ არა თბილისი დემოკრატიისა და კანონის ერთგული. თუ შესაძლო დაგეგმილი მკვლელობა დადასტურებულია უკრაინელების მიერ, ვაშინგტონმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული დემოკრატიის დაცვას. კადიროვი უკვე იმყოფება აშშ-ს შეზღუდულ სანქციებში, მაგრამ თუკი მის საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესდა მეორადი სანქციები, იგი სერიოზულ ზეწოლას იგრძნობს. რესპუბლიკელთა პალატამ ახლახანს შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეაჩეროს პუტინის აგრესიის ზრდა.
სწორედ ეს სიტუაცია იძლევა შესაძლებლობას, რომ გეგმა ამოქმედდეს.

 

ავტორი: ქეთი სამადაშვილი