იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა სწრაფად მოხდეს ვლადიმირ ჟირინოვსკი ინიციატივით გამოდის, რომ მოხალისეები პატიმრებიდან მოიზიდონ და სანაცვლოდ მათ პატიმრობის ვადის განახევრება შესთავაზონ. ამის შესახებ მოწოდება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ეთერში გააკეთა:

“ის ათი წელი უნდა იჯდეს, ჩვენ კი ვეტყვით: ლაბორატორია შენზე გამოცდას ჩაატარებს, სამაგიეროდ მხოლოდ 5 წელი იჯდები. ათასობით ადამიანი გამოეხმაურება,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.