უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი განმარტავს, რატომ არ გახდა მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი. „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავდა, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურმა“.

„ვერ გახდა ვიცე-პრემიერი, რადგან ურთიერთობა იყო სხვადასხვა – მკვეთრიც და სხვადასხვაც ჩვენ ფრაქციაში. სურს მას რეფორმებით დაკავდეს? აი, რეალობა, რომელშიც მას ამის გაკეთება შეუძლია და მერე მე მას სხვა თანამდებობა შევთავაზე“ , – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ დახმარება სურს და შემდეგ მოდიოდა რამდენიმე ადეკვატური რჩევებით.

პრეზიდენტის თქმით, მან სააკაშვილს ჯერ შესთავაზა, მისი მრჩეველი ყოფილიყო რეფორმების დარგში, მაგრამ მან უპასუხა, რომ ეს მისი დონე არ იყო და თავად შესთავაზა, რომ მთავრობაში შეეძლო რეფორმებით დაკავებულიყო, ყოფილიყო ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

ზელენსკიმ ამაზე უპასუხა, რომ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრთან განიხილავდა. შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის დანიშნვას მხარი არ დაუჭირეს ფრაქციაში. საბოლოოდ, მან მიიღო რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მისი განმარტებით, სააკაშვილს უკრაინის პასპორტი დაუბრუნა იმიტომ, რომ ეს სამართლიანი იყო.

ზელენსკის თქმით, მას არ ეშინია, რომ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, როგორც ეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის – პეტრო პოროშენკოს დროს იყო, რადგან სააკაშვილი მისი მეგობარი არასოდეს ყოფილა.

ამასთან, ზელენსკი უშვებს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

 

წყარო