ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთთან დიპლომატიური დიალოგისთვის კრემლის ულტიმატუმების გარეშე, მაგრამ ამის შანსები მცირდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ CNN-ის გადაცემა State of the Union-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

უკრაინის ლიდერმა გაიმეორა ის, რაც არაერთხელ თქვა – “ჩვენ ვისაუბრებთ” მოსკოვთან. მისი თქმით, რუსების სრულმასშტაბიანი შემოჭრა ართულებს მშვიდობის შესახებ დიალოგს. „როგორც ადრე ვთქვი, რა არის ამ ყველაფრის ფასი? ეს ხალხია. უამრავი ადამიანი დაიღუპა. და ვინ გადაიხდის ამ ყველაფერს?- უკრაინა. მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვისკი ეს ძალიან მაღალი ფასია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ აქვე დასძინა, რომ კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარმატების შანსები ქრება, რადგან უკრაინული საზოგადოება ნაკლებად არის მიდრეკილი დიალოგისკენ, დამპყრობლების ყოველი ახალი მკვლელობისა და სისასტიკისთვის.

 

შანსები (მოლაპარაკების წარმატებისთვის – რედ.) ყოველდღიურად მცირდება. გაიხსენეთ ბუჩა, ვოლნოვახა, ბოროდიანკა, მარიუპოლი. დგება დრო, როცა არავის არ სურს ლაპარაკი. ჩვენს საზოგადოებას არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება.  რომ მოგვიწიოს, ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთის ფედერაციას თუნდაც 10 წლის განმავლობაში…“, – დასძინა მან და მოლაპარაკების ალტერნატივაზე ისაუბრა.

 

 

თამო თავხელიძე