შემოდგომა დადგა და ზაფხულის სიცხეც ნელდება, თუმცა ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, პოლიტიკური სუბიექტები 120 მანდატს პროპორციული, ხოლო 30 მანდატს მაჟორიტარული წესით მიიღებენ.

30 მაჟორიტარული ოლქიდან 8 თბილისს მოიცავს, რომელთაგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ყველაზე დაძაბული, თბილისში ყველაზე დიდი, სამგორის რაიონი იქნება, სადაც ერთმანეთს მმართველი პარტიიდან პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონული მიმართულებით სოზარ სუბარი, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდებიან.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ზემოთხსენებული კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ მოგითხრობთ.

ჯენერალ ნიუსი”  ესაუბრა  23 წლის ახალგაზრდა ი.ტ. -ს, რომელმაც ხაბეიშვილის შესახებ შემდეგი რამ მოგვითხრო: ” ლევანი გავიცანი “ინოვაციებისა და განვითარების ფონდში”, სადაც მალევე დავმეგობრდით. მაშინ საჩხერის რაიონიდან ახლად ჩამოსული სტუდენტი ვიყავი და ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ მქონდა საშუალება ქირის ფული მეხადა. ლევანიმ სწორედ მაშინ გამომიწოდა დახმარების ხელი და საბურთალოზე, იტალიურ ეზოში, თავისი  ბაბუის, ლევან კოტრიკაძის ბინა სრულიად უსასყიდლოდ დამითმო, იმ დროს როდესაც თავად ვარკეთილში ქირით ცხოვრობდა. ძალიან მაგარი ადამიანია, დღემდე ვმეგობრობთ, მას არ უყვარს მის მიერ გაკეთებული სიკეთეების აფიშირება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა, რათა საზოგადოებამ იცოდეს თუ როგორი მეგობრობა შეუძლია მას”.

უდაოა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ხაბეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურაა, რომელმაც საზოგადოებას თავი ხელისუფლების  მიერ წარმოებული კორუფციული სქემების მხილებით გააცნო.

28 ოქტომბერს გავიგებთ შეძლებს თუ არა სამგორის მკვიდრი, 33 წლის ქარიზმატული პოლიტიკოსი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, სოზარ სუბარის დამარცხებას, რომელსაც სამგორის რაიონთან აქამდე შეხება არ ქონია.