ვინ იბრძოლებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის

ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში რვავე ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატები წარდგენილი ჰყავს “ქართულ ოცნებას” და პარტია “ლელოსაც”.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ კნადიდატების წარდგენა ყველა პარტიას დასრულებული არ აქვს, არსებული მონაცემებით, თბილისში გამარჯვებისთვის შემდეგი პოლიტიკოსები იბრძოლებენ:

ვაკე

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია; 

ქართული ოცნება – ნოდარ ტურძილაძე;

ლელო საქართველოსთვის – ლევან კობერიძე;

საბურთალო

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი;

ქართული ოცნება – დავით სერგეენკო;

ლელო საქართველოსთვის – ბადრი ჯაფარიძე;

პარტია მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი;

სტრატეგია აღმაშენებელი – თაკო ჩარკვიანი.

“სოლიდარობის ალიანსი” – ლევან გოგიჩაიშვილი (მოქმედი მაჟორიტარი)

მთაწმინდა – კრწანისი 

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “ევროპული საქართველო”, შალვა შავგულიძე;

ქართული ოცნება – ბექა ოდიშარია;

პარტია ლელო – საბა ბუაძე.

გლდანი

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნიკა მელია;

ქართული ოცნება – ლევან კობიაშვილი;

პარტლია ლელო – გიგლა მიქაუტაძე;

სამგორი

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ლევან ხაბეიშვილი;

ქართული ოცნება – სოზარ სუბარი;

პარტია ლელო – ფიქრია ჩიხრაძე;

ისანი

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “სტრატეგია აღმაშენებელი”, გიორგი ვაშაძე;

ქართული ოცნება – კახი კახიშვილი;

პარტია ლელო – ლანა გალდავა;

ნაძალადევი

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “ლეიბორისტული პარტია”, შალვა ნათელაშვილი;

ქართული ოცნება – მიხეილ ყაველაშვილი;

თავისუფალი საქართველო – გია ყრუაშვილი;

პარტია ლელო – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.

დიდუბე-ჩუღურეთი

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი – “გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე;

ქართული ოცნება – გია ვოლსკი;

პარტია ლელო – ლევან სამუშია;

მოძრაობა ხალხისთვის – ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს – მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

2020-08-20T11:53:29+04:00აგვისტო 20th, 2020|