„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთი წლის შემდეგ, კვლავ მიმართა.

თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა. დაკავებული ვასამბეგ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს. მას ოფიციალურად დოკუმენტების გაყალბებებაში, ხოლო გავრცელებული არაოფიციალური ვერსიით ის გიორგი გაბუნიაზე თვალთვალსა და მის შესაძლო ლიკვიდაციის მომზადებაში იყო ჩართული.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოკოვის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.