„საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? შესაძლებელი იყო სრულიად უბრალოდ მოეხდინათ რეაგირება. ვიღაცამ ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს. თუკი ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო ძლიერად ექნება ეს პრობლემები, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რომელიც ამბობს: თქვენ გექნებათ დიპლომატიური პრობლემები“. ეს საქართველოა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

„ეს არის უბრალოდ ზეწოლის მცდელობა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. აქ სრულიად არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან ვიპოვით საერთო ენას, ჩვენ ძმური ერები ვართ, ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა“ , – განაცხადა არახამიამ

განცხადებას ავრცელებს გამოცემა „obozrevatel.com“.