საქართველოში ვაქცინების მოწოდება 2 ან 3 კვირით გადავადდება – ამას შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, მიზეზი Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნების დაყენებაა.

“იმის გამო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ვიდრე ფაიზერი არ გადაჭირის ამ თემას საქართველოს მთავრობასთან და ასევე, კოვაქსთან, ვაქცინების მოწოდება გადავადდება. ამ შემთხვევაში საუბარი 2 ან 3 კვირით გადავადებაზე. მეტ გადავადებაზე არც Covax-ი და არც Pfizer-ი არ საუბრობს”, – თქვა გაბუნიამ.

 

newposts.ge