„ერთიანი საქართელოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატების კონსულტაციებთან დაკავშირებით საუბრობს და ორ მთავარ წინაღობას ახსენებს.

„მიზანი არის რომ შეთანხმება შედგეს. ეს ყველგან ალაბთ ვერ მოხერხდება, ამაზე პრაგმატულად ვისაუბრეთ თავიდანვე, ყველა რაიონში ვერ მოხერდება, მაგრამ კარგი იქნება ძირითად ოლქებში შეთანხმება.

ორი წინაღობაა – არის რეგიონები სადაც პარტიას აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა, მაგალითად, ჩვენ გვაქვს მთელ აჭარაში.

ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარტიას აქვს ინტერესი, რომ მაჟორიტარიც იყოს, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთოს. თუმცა შეიძლება დაემთხვეს სხვა პარტიის ინტერესი.

მეორე პრობლემა – პიროვნული საკითხი, ამოცანა უნდა იყოს რომ ისეთი კანდიდატურა დავაყენოთ, რომელიც არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი.

თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს რომ ვანო მერაბიშვილი დააყენოს, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

წყარო