ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

გადაწყვეტილება მიღებულია – „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, კანდიდატურას სამცხე-ჯავახეთში დააყენებს.

მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე ღიად საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც მან დიმიტრი გორდონისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „მერაბიშვილი სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება“.

მერაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, პარტიაში ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ყოფილ მინისტრს სამცხე-ჯავახეთში ხალხთან „კარგი კავშირები“ აქვს. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილის გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, განხილვა არ ყოფილა. არც პოლიტსაბჭოზე გვიმსჯელია, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“,-განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილი სამცხე ჯავახეთში კანდიდატად წარსდგება, დაუჭერს თუ არა მას მხარს „ნაციონალური მოძრაობა“?

დეკანოიძე გვპასუხობს, რომ გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს.

„ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. მას კავშირები, კონტაქტები ძალიან დიდი აქვს. ჩვენ სამცხე-ჯავახეთში ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მმარველობის პერიოდში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, სკანდალურ ექსმინისტრს, ვანო მერაბიშვილს სამცხე-ჯავახეთში ხალხთან შეხვედრა უკვე დაწყებული აქვს.

 

წყარო

2020-06-25T23:37:18+04:00ივნისი 25th, 2020|