ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოსახლეობას თერმოსკრინიგი ჩაუტარდება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამსვები პუნქტები და მოსახლეობას თერმოსკრინიგი ჩაუტარდება.

ჩიქოვანის განმარტებით, ვანის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულის ყველა კონტაქტი დადგენიალია.

“ჩვენს რეალობაში არის ახალი რამდენიმე შემთხვევა, ერთ შემთხვევა, კონკრეტულად, უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები. ასევე, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, იქნება თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ანალოგიური თერმოსკრინინგი განხორიცელდება,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

2020-04-08T14:46:18+04:00აპრილი 8th, 2020|