უსიმპტომო კოვიდს მკურნალობა არ სჭირდება!!! მაქსიმუმ პარაცეტამოლი.

თბილისელო კოლეგებო,
არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის ( ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს,  .
პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.
და კიდევ, პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ.
ასკაციანი კვლევების შედეგები დაიდება მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის საპირწონედ.
და ბოლოს, კლინიკური გზამკვლევი არ არის დოგმა. ყოველ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უსიმპტომო კოვიდს მკურნალობა არ სჭირდება!!! მაქსიმუმ პარაცეტამოლი; ისიც მხოლოდ თავისა და კუნთების ტკივილებისა და ცხელებისათვის.
გვახსოვდეს : არ ავნო!!!
P.S. პროტოკოლების ყოველდღიური რევიზია უნდა მოხდეს, რადგან ლიტერატურა შეუჩერებლად, ყოველდღიურად ახალ მონაცემებს იძლევა; უაღრესად დინამიურია სიტუაცია და პროტოკოლიც ასეთივე უნდა იყოს.
წერს მონდგომერის სახელობის ფედერალური  კლინიკის ექიმი ზურაბ გურული.
2020-04-18T13:02:57+04:00აპრილი 18th, 2020|