ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ.

 

შავ  ტომრებში კი  მათ წინ,  დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებია.,,,,((((

 

 

 

ბუჩაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეპ ბორელი იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომელიც მათ თან ახლდა. ”ვაჩვენეთ  რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მტერს ამ დანაშაულებს. ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ აგრესორი“, – განაცხადა შმიგალმა. პრემიერ-მინისტრმა მათ აჩვენა მასობრივი საფლავები, რომლებიც ქალაქში რუსული ჯარების დატოვების შემდეგ აღმოაჩინეს. შავ ჩანთებში მათ წინ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებია. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

 

 

იხ, ფოტო მოვლენის ადგილიდან:

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე