სომხეთის ხელისუფლება აპირებს ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებას, რაც ქვეყანაში კრონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ალტერნატივა არ არსებობს. უნდა წავიდეთ ანტიეპიდემიოლოგიური ზომების გამკაცრებაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა ონლაინ-ბრიფინგის დროს.

თუმცა, სომხეთის მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რა სახის გამკაცრებაზე მიმდინარეობს საუბარი. თუმცა, დასძინა, რომ „გამკაცრების პაკეტი“ სხვადასხვა სახის იქნება.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ლიდერ პოზიციას იკავებს მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა გამოვლენის კუთხით ერთ მილიონი მოსახლეობის მიხედვით, რაც, მისი თქმით, დიდი პრობლემაა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსახლეობაში აბსოლუტურად არ არის იმის აღქმა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება აპირებს შეამციროს ჯარიმების გადახდის ვადები, რომლებიც დაწესებულია მათთვის, ვინც ნიღბებს არ ატარებს.