“პირდაპირ არის საუბარი, რომ დღეს შეშფოთებას იწვევს ოლიგარქიული არაფორმალური გავლენა ქვეყნის მართვაზე, ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე. გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში: ჩატარდეს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, უნდა მოიხსნას ზეწოლა მედიაზე და ოპოზიციაზე. შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხევვაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე. ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად”,- განაცხადა სამადაშვილმა.