მსოფლიოში ისევე როგორც საქართველოში კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის თაობაზე აზრი ორად იყოფა. არასწორია კატეგორიების დაყოფა მემარცხენეთა და მემარჯვენეთა შეხედულებად, რადგანაც პრობლემის არსი ისეთი ღრმაა, რომ გარდა ეკონომიკური საკითხებისა პრობლემა მოიცავს ყველაზე აღმატებულ, სიკვდილს – სიცოცხლის საკითხსაც, რომელთან დასაპირისპირებლადაც მსოფლიოს იარაღი ჯერაც არ გააჩნია და იმყოფება დაუცველი ბავშვის პოზიციაში.

გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ ვირუსი მოიცავს 50 სხვადასხვა დაავადების გენომს და ვაქცინის შექმნა ვირუსის სირთულიდან გამომდინარე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში  ფიზიკურად ვერ მოესწრება, გასათვალისწინებელია შვედეთის მაგალითი, მათ “ლოქდაუნი” არ გამოიყენეს და  ვირუსთან ბრძოლა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების ხარჯზე გადაწყვიტეს, რაც  წარუმატებელი აღმოჩნდა.  22 აპრილის მონაცემებით შვედეთში 16,004 შემთხევვა ფიქსირდება, აქიდან გამოვლინდა 682 ახალი შემთხვევა და 172 დაიღუპა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრიტანეთმა, აშშ-მ და საფრანგეთმა სრული კარანტინი მაისის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივეს, ხოლო რუსეთმა 30 აპრილამდე. ჯერჯერობით დაავადება ისევ პროგრესირებს, მისგან თავდაცვის ერთადერთ გზად კი ისევ რჩება სოციალური დისტანცირება და საყოველთაო კარანტინი.

მსოფლიოს ქვეყნების წინაშე დგას ორი არჩევანი:

1) დაუბრკოლებლად, სასწრაფოდ გაიხსნას ქვეყნები, ამუშავდეს ეკონომიკა და ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს სამოქალაქო შეგნების იმედათ. ( პრობლემის  არასათანადო შეფასების და დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო ვირუსის გავრცელების ტემპი დიდი ალბათობით კატასტროფულ მდომარეობამდე მიგვიყვანს, როგორც ეს ცნობილ თამაშ “plague”-ს სცენარშია, სადაც გავრცელება იწყება ნელ-ნელა, შემდეგ ვითარდება გეომტრიული პროგრესიიის მიხედვით, ბოლოს კი ხდება საყოველთაო, რა დროსაც ამ ყველაფერს ნელ-ნელა ქვეყნების დამხობა და  ანარქია მოსდევს, იქამდე სანამ მოსახლეობა არ განადგურდება და ვირუსი არ გაიმარჯვებს ).

2) გააგრძელონ კარანტინი იქამდე, სანამ საფრთხე არ იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ხოლო გახსნის პროცესები დაიწყონ ეტაპობრივად მიზნობრივი საჭიროებების მიხედვით.

საქართველოც ხომ მსოფლიოს ნაწილია და შესაბამისად ამ ორი საკითხით გამოწვეულ დავიდარობას ვერ ჩვენ გავექეცით.

ერთის მხრივ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვების გარეშე შესაძლოა ქვეყნაში დღეში 50- 100 შემთხვევა დაფიქსირდეს, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა 3 კვირასაც ვერ გაუძლებს და მივიღებთ კატასტროფლ შედეგს. შესაბამისად მთავრობის პირველადი ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობის დროული და სწორი ინფორმირება სოციალურ პაკეტებთან ერთად, რომელიც გადაღლილ და დაზაფრულ მოსახლეობას მცირეოდენ შვებას მაინც აგრძნობინებს.   სწორედ ამიტომ ქვეყნის სტრატეგია უნდა იყოს დაფუძვნებული შეკავების პოლიტიკაზე. მიუხედავთ შემთხვევათა როდენობისა ჩვენც აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის და ყველა სხვა ცივილური ქვეყნების მსგავსად უნდა გავაგრძელოთ შეზღუდვები იქამდე სანამ დაავადება არ წავა რეგრესისკენ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს რომ ქვეყანის ეკონომიკა ეტაპობრივად ავამუშაოთ. ქვეყანაში მობილიზებულია უცხოური რესურსები, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულია თანხები, ასევე დიდი ოცეულისა და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით საგარეო ვალი 12 თვით გადაგვივადდა. არსებობს კერძო ფონდები, შემოწირებულობები და სარეზერვო თანხები, რომელთა სწორი დახარჯვით ჰუმანიტარულ კატასტროფას ავცდებით.

მსოფლიოში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინის დროს,(  რომელიც გაცილებით უფრო მძიმე და ყოვლისმომცველი იქნება ვიდრე ეს 2008 წელს იყო და 195 მილიონ ადამიანზე მეტს სამსახურის გარეშე დარჩენით ემუქრება) თუ ვინმე ელოდება, რომ ეს კრიზისი ჩვენ არ შეგვეხება ან სულელია ან თავს იშვიდებს.  აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020-ის ვარაუდით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

შეაბამისად საქმე არც თუ ისე ცუდათაა. რამდენად ხეირიანად გაუმკლავდება კრიზისს ხელისუფლება ეს ცალკე საკითხია, მაგრამ თავში მჯიღის ცემა და მოთქმა იმაზე, რომ აპოკალიფსი გველოდება, საღ აზრს მოკლებულია.

არსებობს ისეთი ქვეყანაც, რომელიც კორონა ვირუსის ფონზე მაინც განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და კარანტინი არც კი გამოუცხადებია.

ეს ტაივანია! 22 აპრილის მონაცემებით მათ მხოლოდ 426 ინფიცირებული და 6 გარდაცვლილი ყავთ რომელი მონაცემებიც თითქმის საქართველოს იდენტურია.

ტაიპეი წელს 2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, უმეტესწილად კორონავირუსული შემთხვევების მცირე რაოდენობით და უკიდურესი შეკავების ზომების არ არსებობის გამო.
მარტის თვეში მოულოდნელად გაიზარდა ტაივანის საექსპორტო შეკვეთები 4.3 % -ით, ხოლო უშუალოდ ელექტრონული პროდუქციის მოთხოვნა თითქმის 24 %-ით გაიზარდა.

ტაივანის მთავრობა პროგნოზირებს, რომ ამ წლის განმავლობაში კუნძულის ეკონომიკა გაიზრდება 2 %-ით, რაც იქნება თითქმის საუკეთესო შედეგი, ვიდრე პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერი სხვა განვითარებული ეკონომიკის შემთხვევაში.

წარმატების ძირითადი საიდუმლო ისაა, რომ პირველადი ღონისძიებების გატარება მათ წარმატებით მოახერხეს. მათ თავიდანვე აკრძალეს საერთაშორისო ფრენები, რამაც ქვეყანაში გავრცელების დინამიკა საგრძნობლად შეანელა, ტაივანის მოქნილი ჯანდაცვის სისტემა კი ჯერჯერობით ოსტატურად უმკლავდება ვირუსს. მათი ვიცე პრეზიდენტი ჩენ ჯენი წარმატებით  ებრძოდა ე.წ. “სარსს” 2002-2003 წლებში, რის შემდეგაც მან დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა ამ გამოცდილებას  წარმატებით იყენებს კორონა ვირუსთან ბრძოლისას.

მსოფლიოში კორონა ვირუსის გამო კოლოსალურად გაიზარდა ონლაინ აქტივობები რამაც ავტომატურად  ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდაც გამოიწვია. ამან კი ტაივანის ეკონომიკას დიდი დივიდენტები მოუტანა, რომელიც ტექნოლოგიების ექსპორტის კუთხით ერთერთი მოწინავე ქვეყანაა. მათ უკვე  5G-ით აღჭურვილი ტექნოლოგიების წარმოებაც დაიწყეს. მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის სიდიდით 6-ე კომპანია Acer– მა მარტის შემოსავლის ზრდა წინა წელთან შედარეით 2.2 პროცენტით გაზარდა.

ტაივანი არის კარგი მაგალითი იმისთვის, რათა მომავალში ხელისუფლებამ პრიორიტეტების განსაზღვრისას წინადახეულება გამოიჩინოს  და მიხვდეს, რომ   21 საუკუნეში, ციფრული ეპოქის პირობებში, პრიორიტეტული ვერ იქნება ხვნა- თესვის სუფსიდირება,  არამედ გაცილებით პროდუქტიული და პრიორიტეტულია ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელშეწყობა.

საბოლოოდ იმის თქმა მსურს, რომ ყველა ქვეყანას აქვს ინდივიდუალური გამოწვევები და ამ გამოწვევებში სასტარტო პირობები აქვს, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის შემთხვევაც აბსოლუტურად იდენტურია და ვერცერთ ქვეყანასთან ვერ გავავლებთ პარალელს. რადგანაც გავრცელების ასაცილებლად  დღესდღეობით მსოფლიოში ერთადერთ აპრობირებულ მეთოდათ რჩება სოციალური დისტანცირება და საკარანტინო ზომები, შესაბამისად საზოგადოება ამ კუთხით ერთიანი უნდა იყოს და ითავისებდეს სამოქალაქო ვალდებულებებს. წამალი ჯერჯერობით არ არსებობს, მეცნიერებმა არ იციან როგორ უმკურნალონ ამ დაავადებას, თორემ რომ არსებობდეს წამალი მაგალითად როგორც ეს მოხდა ღორის გრიპის შემთხვევაში, აღარც სოციალური დისტანცირება გახდებოდა საჭირო და აღაც კარანტინი, ინფიცირების შემთხვევაში  უბრალოდ დავლევდით წამალს და მოვრჩებოდით. ზოგი ქვეყანა ძნელად გადაიტანს გამოწვევებს ზოგი შედარებით ადვილად. მთავრობის მესვეურებმა ზედმეტი კითხვების თავიდან აცილებისა და განსხვავებული პროფესიული აზრის მოსმენის მიზნით, ანტიკრიზისულ  ჯგუფში აუცილებლად უნდა ჩართონ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც საზოგადოების კონსოლიდაციას ერთი მიზნის გარშემო უფრო შეუწყობდა ხელს და კრიტიკულად განწყობილი ხალხის ხელისუფლებისადი ნდობას აამაღლებდა, რომელიც მსგავსი მასშტაბის კრიზისის დროს აუცილებელია.

 

ავტორი: თორნიკე დარბაისელი