უმსგავსო, უნამუსო, მატყუარა და თავხედი ხალხი მართავს დღეს საქართველოს

ქოცების ხელისუფლებას აქვს ბევრი ისეთი თვისება, რის გამოც ეს ხალხი სიახლოვეს არ უნდა გააკარო ქვეყნის კი არა, ჩეჩმის მართვასაც კი. უცოდინრობა-არაპროფესიონალიზმით დაწყებული ნეპოტიზმ-კორუპციით დამთავრებული.
და მაინც, რომ მითხრან ქოცნება ერთი სიტყვით დაახასიათეო, აუცილებლად ვიტყვი უ ტ ი ფ რ ო ბ ა !
სრულიად უმსგავსო, უნამუსო, მატყუარა და თავხედი ხალხი მართავს დღეს საქართველოს. ცრუობენ და წარბსაც არ იხრიან. თავზე ასვრიან საქართველოს მოქალაქეებს და ციური მანანა მოდისო ურცხვად გვიმტკიცებენ.
ტიკარაძეს უთქვამს, “არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდაო.” და 8 წელი რით ერთობოდით ? თუ სერგიენკო უნიჭო და ბრიყვია ამდენ ხანს რატომ გააჩერეთ და მითუმეტეს ახლა რატომ გვტენით საბურთალოს მაჟორიტარად ?
უტიფრები, ურცხვები და უნამუსოები !

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე.

2020-10-09T10:55:29+04:00ოქტომბერი 9th, 2020|