ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მხარდაჭერა გაზარდონ,-ამის შესახებ იენს სტოტენბერგმა პლატფორმ X-ზე ალიანსის თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვიდეოკონფერენციის შემდეგ დაწერა. „ჩვენ შევაფასეთ არსებული შესაძლებლობები ნატოს ფარგლებში და გვაქვს სისტემები, რომლებიც შეიძლება მივაწოდოთ უკრაინას, ამიტომ უაახლოეს მომავალში ველოდები  განცხადებებს საჰაერო თავდაცვის შესახებ “, – თქვა მან.

კიევს სჭირდება მინიმუმ შვიდი პატრიოტის ბატარეა. მაგრამ სტოლტენბერგმა არ აღნიშნა, რომელ კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ ეს რესურსები ან რამდენი სისტემა შეიძლება ჰქონდეთ მათ და თქვა, რომ ეს არის “საიდუმლო ინფორმაცია”.