უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო იუწყება.

 

„პატრიარქ ფილარეტს გეგმური ტესტირების დროს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამჟამად მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

უკრაინაში ბოლო დღე – ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, 4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 130 951 შემთხვევაა დაფიქსირებული.