უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ  უკრაინის მთავრობას დაავალა მოამზადონ გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელორუსს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის შეწყვეტის შესახებ,- ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახური იუწყება.

სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამისი მითითებები  შეხვედრაზე გასცა, რომელსაც ესწრებოდნენ: პრემიერ მინისტრი დენის შიმაგალი, NSDC მდივანი ალექსეი დანილოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი ყულება, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო.

პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გარდა, ზელენსკიმ ასევე ბრძანა ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვა უკრაინის მიმართულებით ფრენებისათვის.

თავის მხრივ, პრემიერ – მინისტრის დენის შმიგალის პრესსამსახურმა თავის სატელევიზიო არხში განაცხადა, რომ, პრემიერ- მინისტრი მოიწვევს მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომას, ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლის სრული შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა რეაგირებას მოახდენს სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დაშვებაზე მინსკში.

ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები უკვე ამზადებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

 

თამო თავხელიძე