უკრაინა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუზე რუსეთთან მოლარაკებების დასაწყებად მზადაა, თუმცა სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, РБК ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით.

“უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის. მითუმეტეს ახლა, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შემოიჭრა. ეს ომი უნდა შეჩერდეს. ეს საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის განცხადება მოგვიანებით გაავრცელა reuter- მაც.

“დიალოგისთვის ჩვენი მზადყოფნა განპირობებულია მშვიდობისკენ სწრაფვის ძლიერი სურვილით”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ნეიტრალიტეტზე საუბრის დაწყებაზე გვიან ღამით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, უკრაინას რუსეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის არ ეშინია:

“მაგრამ რა უსაფრთხოების გარანტია გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ მათ?” — თქვა პრეზიდენტმა.

 

www.netgazeti.ge