უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში იციან

რაღაცას მაიმუნობენ. სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, უნდათ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის, – ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.

ელისაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რომ სიტუაციას ყოველთვის „ევროპული საქართველო“ ურევს.

„ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით. ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არ იციან, მთელ საქართველოში იციან და მგონი დედამიწაზე, რომ მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

2020-07-28T17:18:15+04:00ივლისი 28th, 2020|