უამრავ კომპლიმენტს ვიღებ – სოფო ბედია ახალ ვიდეოკლიპზე

“დიდი მადლობა ყველა შეგნებულ და კეთილ ადამიანს. უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ. აი ისინი, ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია!

იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან.

სირცხვილია ხალხოოო, ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება. ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი.

ვთქვი და კიდევ ვამბობ, ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და შედარებების მოყვანაც ძალიან უხერხულია.

ახლა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ, არაფერი არ გვეშველება. სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეორგოლი!“ – წერს სოფო ბედია.

2020-04-10T19:07:19+04:00აპრილი 10th, 2020|