ბოლივუდის ცნობილი მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანი ინდოეთის ქალაქ მუმბაის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 2018 წელს მას სიმსივნე დაუდგინეს. მსახიობი ლონდონში მკურნალობდა.

ყველაზე ცნობილი როლები ხანმა ფილმებში „იურული პარკი“, “პის ცხოვრება” და „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“ შეასრულა.