„დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარის დღე იყო და ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა პანდემიის გამო ეს ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში ვერ ჩატარდა. წლევანდელი მეთორმეტეკლასელები გამონაკლისები იქნებიან და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, პანდემიის გამო, მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს. ყველას წარმატებას, ბედნიერ სიცოცხლეს და მომავალს ვუსურვებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჭესთან მჯდომი ადამიანიც სიგნალით ულოცავდა. ამ დღეს მათ ვერ მოუსმინეს სკოლაში სკოლის ზარების გუგუნს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო. გილოცავთ ახალგაზრდებო, ღმერთმა სულ წარმატებულ გზაზე გატაროთ და ჯანმრთელ ქვეყანაში გეცოცხლოთ,“ – განაცხადა ზახაშვილმა.