ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ცხინვალს მეორე სახელი – სტალინირი ეწოდა.

ე.წ პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„სტალინირი“ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს.

აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს, 9 მაისსა და 22 ივნისს გამოიყენებენ.

„ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიები და ღონისძიებები დაიგეგმება.