20 ივნისი პოლიტიკური კარნავალი იყო – ისმის “ტელეიმედის” ეთერიდან.
დიქტორის ხმაა; სახელმწიფოს ხმა… ვიცანი, ზუსტად ისეთი ხმაა, საბჭოთა კავშირში რომ გვესმოდა ტელევიზორებიდან – მკაცრი, ულმობელი და შეუვალი. ხმა, რომელიც ამართლებდა სისასტიკეს, 9 აპრილის სისხლისღვრას, 9მარტს, გასაბჭოებას, პოლიტიკურ პატიმრებს, ადამიანების დასახიჩრებას და მკვლელობებს.
ხმა, რომელიც მეუბნება, რომ ამათთან საერთო აღარაფერი გვაქვს. ხმა, რომელიც ამბობს, რომ წილი ნაყარია და ხიდი უიმედოდ ჩატეხილია.
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.